ნავიგაცია
GE STUDIO
თქვენი კრეატიული პროექტებისთვის

მეტი ინფორმაცია

G­

ახალი იდეების გენერაცია, კრეატიული გადაწყვეტილებები, თანამედროვე ტექნოლოგიები - ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი მიზნები. ჩვენ გვაქვს 10 წლიანი გამოცდილება ქართულ და უცხოურ ბაზარზე.
ჩვენი ძირითადი საქმიანობაა საიტების დამზადება და მობილური აპლიკაციების შექმნა.

რა უნდა გავითვალისწინოთ საიტის შექმნის დროს?

გარდა იმისა, რომ დიზაინი იქმნება მომხმარებლისთვის მსუბუქი და ინტუიტიური, არსებობს რიგი ტექნიკური საკითხებისა, რომლებიც ყურადღების გარეშე არ უნდა დაგვრჩეს

  • მობილური ვერსია - დღითიდღე იზრდება საიტის სარგებლობის რიცხვი მობილური მოწყობილობებიდან
  • მართვის პანელი - რომელიც კომპანიას აძლევს საშუალებას ნებისმიერ დროს წაშალოს, დაამატოს ან შეცვალოს საიტზე არსებული ინფორმაცია
  • SEO - საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია, რომელიც ბიზნესს უწყობს ხელს დამატებითი ხარჯების გარეშე განვითარდეს
  • ტექნოლოგია - რომელიც თავსებადი უნდა იყოს ყველა მომხმარებლის მოწყობილობისთვის
  • დალაგებული პროგრამული კოდი - კარგად ორგანიზებული ვებ-გვერდი საწინდარია შემდგომი განვითარებისთვის, ახალი ფუნქციების დამატებისთვის ან ცვლილებებისთვის

იხილეთ მეტი

პორტფოლიო
PROTELLER

­
A-MANATI

­
იხილეთ სხვა პროექტებიც  
ჩვენი კლიენტები
რა ჯდება

საიტის დამზადება

?

საიტის დამზადების ან მობილურის აპლიკაციის შექმნის ფასი დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე. პროექტის სირთულე გულისხმობს მრავალფეროვან ფუნქციებს, ოპერაციებს და მოდულებს.

საპრეზენტაციო ვებ-გვერდის დამზადება

ზოგადი წარმოდგენისთვის დავითვალოთ ამ საიტის ღირებულება, სადაც თქვენ ამ წამს ტექსტს კითხულობთ. საიტი დატვირთულია მრავალფეროვანი ანიმაციებით, მორგებულია ყველა პორტატული მოწყობილობის ეკრანს (მობილური, პლანშეტი და სხვა), საიტის მთავარი ფუნქციაა პრეზენტაცია, რომელიც არ მოიცავს კომპლექსურ მოდულებს ან ოპერაციებს, მსგავსი საიტის ღირებულება მერყეობს 500 - 1500 ლარამდე.

მრავალფუნქციური ვებ-გვერდის დამზადება

კომპლექსური საიტის დამზადება, სადაც ჩაშენებულია ავტორიზაცია, რეგისტრაცია, ელ.ფოსტების ავტომატური დაგზავნა, ონლაინ გადახდები, შეკვეთები ან სხვა ფუნქციები, მეტად შრომატევადია ვიდრე საპრეზენტაციო საიტის შექმნა, შესაბამისად ფასები მერყეობს 2000 - 5000 ლარის ფარგლებში.

მობილური აპლიკაციის შექმნა

მობილური აპლიკაციისთვის ვითვალისწინებთ IOS და ANDROID სისტემებს, თუმცა შესაძლებელი ცალ-ცალკე დამზადებაც. ფასი როგორც ვებ-საიტის შექმნის შემთხვევაში, აქაც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მთლიანად პროექტზე.

ვითანამშრომლოთ?

  • მობილური
    (+995) 557 556 555
  • ელ.ფოსტა
    info@gestudio.ge
  • ოფისი
    ა. კერესელიძის ქუჩა #12
  • მეგალაინის ბიზნეს ცენტრი
G